Quality Assurance

UI Design

Back-end Development

BPM

Front-end Development

Product Management

UX Design

ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები

გიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას

2025

სისტემების მოდერნიზაცია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიისთვის განხორციელდა ფრაგმენტირებული სისტემების გაერთიანება ერთიან, მასშტაბირებად ციფრულ პლატფორმაში. მოდერნიზებულმა ინფრასტრუქტურამ ავტომატიზაცია გაუკეთა რეგულირების პროცესებს, გაამარტივა კომპანიებთან ურთიერთობა და შექმნა მონაცემებზე დაფუძნებული მართვის ერთიანი გარემო.

დამკვეთი

საქართველოს კომუნიკაციების კომისია

ხანგრძლივობა

12 თვე

მომსახურება

ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი

2024

ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილის პლატფორმა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან მორიგი პროექტის ფარგლებში ვიმუშავეთ ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრის მონაწილეების ციფრული პლატფორმის შექმნაზე. პლატფორმის მიზანია, ერთ სივრცეში მოაქციოს ყველა საინფორმაციო წყარო და გაამარტივოს სსე-ს და ბაზრის მონაწილეების ყოველდღიური საქმიანობა. პლატფორმაზე არსებული ფუნქციონალი შეესაბამება ელექტროენერგიის ბაზრის წესებს და ემსახურება ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობას.

დამკვეთი

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

ხანგრძლივობა

12 თვე

მომსახურება

ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი

2024

ელექტრონული ჟურნალი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. მათი მეშვეობით მოხდა განათლების ინსტრუმენტების გაციფრულება, ერთიან, ელექტრონულ სივრცეში თავმოყრა და შესაძლებელი გახდა აპლიკაციებს შორის ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „სკოლის ელექტრონული ჟურნალი“-ის შექმნა გახდა.

დამკვეთი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

ხანგრძლივობა

12 თვე

მომსახურება

ვებ და მობაილ აპლიკაციების დეველოპმენტი

2023

სკოლების საინფორმაციო პორტალი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და ბლეიზის თანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება. ერთად ბევრი საინტერესო პროექტი გავაკეთეთ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „სკოლის საინფორმაციო პორტალია“.

დამკვეთი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

ხანგრძლივობა

4 თვე

მომსახურება

ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი

2023

უნარების მართვის საინფორმაციო სისტემა

უნარების სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო, დამკვეთის მიზანი იყო გაეციფრულებინა და ერთიან სამუშაო სივრცეში მოექცია სამუშაო პროცესი, რაც მანამდე სხვადასხვა ინსტრუმენტების დახმარებით, დეცენტრალიზებულად ხდებოდა.

დამკვეთი

პროფესიული უნარების სააგენტო

ხანგრძლივობა

4 თვე

მომსახურება

ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი

2022

პროექტების მართვის სისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად შევქმენით ერთიანი, პროექტების მართვის სისტემა, რომელიც აერთიანებს ყველა ჩართული მხარის მიერ აღრიცხულ მონაცემებს. სისტემა საშუალებას იძლევა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ მოიპოვოს აქტუალური ინფორმაცია პროექტების შესახებ, თანამშრომლების ჩართულობის გარეშე.

დამკვეთი

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

ხანგრძლივობა

8 თვე

მომსახურება

ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი

2021

ელექტროენერგიის პროფილირების სისტემა

სს "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" და სს "თელასთან" ერთად შევქმენით ელექტროენერგიის პროფილირების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, დავადგინოთ ელექტროენერგიის საათური მოხმარება ისეთი აბონენტებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ელექტრონული მრიცხველებით და ვის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ თვიური რაოდენობაა ცნობილი. მიღებული ინფორმაცია კომპანიას ეხმარება მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ენერგიის სწორად დაგეგმვაში.

დამკვეთი

სს ენერგო-პრო ჯორჯია და სს თელასი

ხანგრძლივობა

3 თვე

მომსახურება

ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი

2020

თანამედროვე ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა

თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების IT ინფრასტრუქტურა იყოს მოქნილი და პასუხობდეს სხვადასხვა გამოწვევებს, სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი პროექტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

დამკვეთი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

ხანგრძლივობა

9 თვე

მომსახურება

არქიტექტურის შემუშავება, სისტემების დანერგვა

2020

პროფესიული განათლების ელექტრონული ჟურნალი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ერთ-ერთია "პროფესიული განათლების ელექტრონული ჟურნალი"

დამკვეთი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

ხანგრძლივობა

4 თვე

მომსახურება

ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი

2020

ჩემი კრედიტინფო

კრედიტინფოსთან ჩვენი თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო და ამ პერიოდის მანძილზე რამდენიმე საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ჩემი კრედიტინფოს“ ვებ და მობაილ აპლიკაციების დეველოპმენტი იყო.

დამკვეთი

საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო

ხანგრძლივობა

12 თვე

მომსახურება

ვებ და მობაილ აპლიკაციების დეველოპმენტი